საბაჟო გაფორმება

ნებისმიერი შემოსატანი ტვირთი მოითხოვს სათანადო საბაჟო გაფორმებას. საქართველომ ეს პროცედურა მაქსიმალურად გაამარტივა ქვეყნის იმპორტიორების ინტერესებში. კერძოდ, თუ ადრე განბაჟებისთვის საჭირო იყო საბუთების მთელი დასტა, დღეს თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 4 სახის საბუთი – ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, სატრანსპორტო ზედნადები და მინდობილობა ტვირთის გამფორმებელ ადამიანზე. შეიძლება მოგთხოვონ ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატიც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად.