სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება

სახიფათო ტვირთების  საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვა  შპს ITMC-ის ერთ ერთი მიმართულებაა. კომპანიის შტატში მუშაობენ სერთიფიცირებული სპეციალისტები . ამ  კონკრეტული გადაზიდვებისთვის გამოყენებაშია საკუთარი ავტოპარკი. დსთ სა და ევროპის ქვეყნებში და ქვეყნებიდან ,ხდება იმპორტი და ექსპორტი  ტვირთებისა 1–9 კლასიფიკაციის ჩათვლით .

საშიშ ტვირთთა კლასიფიკაციის გადაზიდვას საავტომობილო  ტრანსპორტით გააჩნია თავისებურებათა რიგი, ეს იქნება საორგანიზაციო ხასითის (მარშრუტები ) თუ დოკუმენტალური ( ლიცენზიის ქონა ,შეთანხმება )

სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვას გააჩნია შემდეგი საორგანიზაციო ეტაპები :

  • ტვირთის ანალიზი და კლასიფიკაციის დადგენა .
  • მარშრუტის დაგეგმვა.
  • ავტოტრანსპორტის შერჩევა და მომზადება.
  • აუცილებელი საბუთების გაფორმება .
  • ტვირთთან მუშაობა: მარკირება და და შესაბამისი პირობებით შენახვა.
  • საბაჟო გაცილება
  • მიწოდება კარიდან–კარამდე

სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები :

  • მძღოლის სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი.
  • სატრანსპორტო საშუალების სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი.
  • გადამზიდავი კომპანიისთვის სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების საერთაშორისო ლიცენზიის ფლობა .
  • სასაქონლო –სატრანსპორტო ზედნადები(CMR) შევსებული დადგენილი წესით.
  • დოკუმენტები რომლებშც მოცემულია ინფორმაცია ტვირთის სახიფათოობის ხარისხის შესახებ.

სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციას განეკუთვნება:

1 კლასი : – ფეთქებადი  ნივთიერებები და საგნები.

2კლასი :–  შეკუმშული და წნევისქვეშ გახსნილი გაზები.

3 კლასი :– ადვილად აალებადი სითხეები .

4 კლასი :–  ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები.

5 კლასი :– მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები, რომლებიც თვითონ არაა საშიში, მაგრამ გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებისას შეიძლება აალებადი გახდეს.

6 კლასი : –შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია მოწამვლის ან სიკვდილის გამოწვევა.

7 კლასი : –რადიაქტიური ნივთიერებები .

8 კლასი :– მჟანგავი და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები , რომელთა ლორწოვან ქსოვილებზე მოხვედრაც იწვევს დამწვრობას .

9 კლასი :–  სხვა სახიფათო ნივთიერებები

სახიფათო ტვირთების  საავტომობილო ტრანსპორთით გადაზიდვის წესები :

სახიფათო ტვირთების  საავტომობილო ტრანსპორთით გადაზიდვის წესები  შემდეგში მდგომარეობს :

ევროპული საერთაშორისო შეთანხმება სახიფათო ტვირთების( ADR ) სახმელეთო გადაზიდვის შესახებ :

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დებულება  23.04.94 №372

სახიფათო ტვირთების  საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , რუსეთის  სატრანსპორტო სამინისტროს ბრძანება 06.07.94 №47 სახიფათო ტვირთების  საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , რუსეთის  სატრანსპორტო

ტვირთის  გაცილების და მარკირებისათვის დოკუმენტალურად აუცილებელი და  ძირითადი მოთხოვნებია:

ტვირთის კლასიფიკაციის განსაზღვრა ,  ტარაზე საინფორმაციო ნიშნების დადება მარკირების დადგენილი წესის მიხედვით.

ტვირთის კლასიფიკაციის შესაბამისი საავარიო ბარათის ქონა.

მანქანაზე საინფორმაციო დაფების ქონა.

საინფორმაციო ბარათი  ავტოინსპექტორებისთვის ,სადაც განსაზღვრულია ქცევის წესები საგზაო შემთხვევის დროს .

სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მარშრუტისთვის წარდგენილი მოთხოვნებია :

სპეციალური დანადგარების ქონა , რომლებიც აუცილებელია გარკვეული კლასის სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისათვის .

გადაზიდვების შესახებ კანონის მიხედვით ავტოტრანსპორტის ტექნიკურ შესაბამისობაში ქონა .

მარშრუტის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმება .

გადაზიდვების წესების დაცვა : სიჩქარის კონტროლი , საჭიროების შემთხვევაში საგზაო პოლიციის გაცილება.

შპს ITMC და მის მძღოლებს გააჩნიათ ყველა აუცილებელი ლიცენზია, ნებართვა და გამოცდილება , რომელიც  გვაძლევს საშუალებას გადავზიდოთ ნებისმიერი სახის სახიფათო ტვირთი .