სახმელეთო ტრანსპორტირება

გთავაზობთ შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია), ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში და ცენტრალურ აზიაში. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი მომსახურე პერსონალი მეთვალყურეობას გაუწევს თქვენი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცედურებს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ტვირთის მიწოდებას კარიდან კარამდე
  • ტვირთების შეგროვებას სხვადასხვა დატვირთვის ადგილიდან
  • ნაყარი თუ სხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებას სატვირთო ავტომობილების სრული და ნაწილობრივი დატვირთვით (FTL, LTL)
  • მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას
  • სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით
  • საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთების ტრანსპორტირებას
  • შიდა გადაზიდვებსა და დისტრიბუციას დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით
  • საბაჟო და ტვირთის გაცილების მომსახურებას
  • ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგს ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით
  • სხვა დამატებით მომსახურებას

უპირატესობები:

  • საკუთარი GPR – ს სისტემით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები
  • მძღოლთან მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობა
  • ტვირთის ადგილმდებარეობის მარტივი მონიტორინგის შესაძლებლობა
  • მოხერხებული მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებისათვის (მაგ.: ხილი, ბოსტნეული და ა.შ.)
  • CMR- დაზღვევა თითოეულ ტვირთზე